იმ ფონზე, როცა პანდემია მძვინვარებს, ოპოზიცია კიდევ ერთ აქციას აანონსებს. წინასაარჩევნო შემაჯამებელი ხალხმრავალი შეკრება ხვალ ბათუმის ბულვარის კოლონადებთან 17 საათზე გაიმართება. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
გაერთიანებული ოპოზიცია მოსახლეობას საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. პროტესტის მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაა. ასევე ისინი მოქალაქეებს 30 ოქტომბრის კენჭისყრაში მონაწილეობასა და ცვლილებებისთვის მხარდაჭერისტვის მიმართავენ.
“კოალიციური მმართველობა ბათუმიდან უნდა დაიწყოს, უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა,”- აცხადებს ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე