ტობავარჩხილამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

463

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი 10 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყო გრუნტის საფარი და ლითონის თვალამრიდები.

პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარებს ფონდმა განახორციელა.

ცნობისთვის, ტენდერი 1 წლის წინ გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 11 928 092 ლარს შეადგენდა.