რიჟვაძე: „ნაცმოძრაობასთან“, თანამედროვე ფაშიზმის შემქმნელებთან, თანამშრომლობა გამორიცხულია, მით უმეტეს რაიმე სახის თანამდებობების გადანაწილება

307

ბათუმს არ ექნება პრობლემები არც ბიუჯეტის დამტკიცების ნაწილში და არც სხვა საკითხებთან მიმართებით – ძალიან დიდი რესურსი გვაქვს როგორც ერთპიროვნული, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატების მონაწილეობით დავაკომპლექტოთ და შესაბამისად დამტკიცდეს როგორც ქალაქის, ასევე მერიის და საკრებულოს შემადგენლობა,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, რიჟვაძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას გამორიცხავს.

„ჩემთვის გასაკვირია, რა უხარიათ „ნაცებს“, ვისთან აპირებენ დასხდომას. „ნაცმოძრაობასთან“, თანამედროვე ფაშიზმის შემქმნელებთან, თანამშრომლობა გამორიცხულია, მითუმეტეს რაიმე სახის თანამდებობების გადანაწილება. დაელოდეთ, გარკვეული გამარჯვების მუხტის შექმნის ეიფორია, მოდელირებული ქრონიკების გაგრძელებაა. ნახავთ, რამდენიმე დღეში როგორ მორჩება მერის არჩევნები. უკვე მესამე არჩევნებია, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე, ხალხი უპრეცედენტო მხარდაჭერას გვიცხადებს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.