ბორჯომის N4 სკოლის რეაბილიტირებისთვის 2 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი

387

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ბორჯომის N4 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 191 404 ლარია.

ტენდერი ამჟამად ხელშეკრულების მომზადების ეტაპზეა. რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს „სი ემ დი ფორტექსი“ 1 744 998 ლარად შეასრულებს.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი 25 აგვისტოს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 18–23 სექტემბრამდე იყო შესაძლებელი. სარემონტო სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 11 თვეში უნდა შესრულდეს.