თორნიკე რიჟვაძე: კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალი განთავსდება

343

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში, კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალი განთავსდება. მისი თქმით, აღნიშნული კორპუსის დემონტაჟის პროცედურა უკვე დაწყებულია.

“დემონტაჟი გარკვეულ პერიოდს წაიღებს, ეს იქნება რამდენიმეკვირიანი პერიოდი. შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია.

აქ მცხოვრები ოჯახების სურვილის გათვალისწინებით აშენდება ამავე მოცულობის შენობა, რომელსაც დააფინანსებს ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა.

ოჯახის წევრების სურვილი იყო და ჩემი გადაწყვეტილებაცაა, რომ ბათუმში კორპუსის ნგრევისას დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი განთავსდება”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.