ასსაფეხურიანი კიბის რეკონსტრუქციას ქუთაისის მერია გრანტის ფარგლებში გეგმავს

567
ბალახვანის ას საფეხურიანი კიბის ძველი ესკიზი

წინა სტატია

ქუთაისის მერია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე ორი კვირით ადრე აანონსებს, რომ ასსაფეხურიან კიბეს რეაბილიტაციას ახლა ნამდვილად ჩაუტარებს. ამჯერად მერიამ 673 821 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა და გამარჯვებულიც უკვე გამოავლინა. კიბეებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია “ბრიტანია ქონსთრაქშენი” შეასრულებს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებოდნენ, რომ კიბეების რეაბილიტაციის თანხა ნამდვილად ჰქონდათ, სინამდვილეში ახლა რეკონსტრუქციისთვის საჭირო ხარჯების მობილიზება ადგილობრივი ბიუჯეტის ნაცვლად, ევროკავშირი საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიღებს. მერიამ ევროკავშირს რამდენიმე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თხოვნით რამდენიემ თვის წინ მიმართა.

დოკუმენტაციის მიხედვით, ირკვევა რომ 2021 წლის ბიუჯეტით ანაზღაურებული იქნება მხოლოდ 80 446 ლარის შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ხოლო დანარჩენი თანხის განსაზღვრა მომდევნო წელს მოხდება.

სავარაუდოდ, გრანტის ფარგლებში თანხა მერიას ორ ნაწილად დაერიცხება.

სამუშაოები როდის უნდა დაიწყოს ან დასრულების ვადად რა განესაზაღვრა სამუშაოების შემსრულებელ კომპანის ამაზე არც მერიაში საუბრობენ და არც შესაბამისი დოკუმენტიც (ხელშეკრულება) არის სახელმწიფო შესყიდვის გვერდზე ატვირთული.

ინფორმაციის მისაღებად კი, გამოცემა “ქუთაისი პოსტს” მერიამ წერილობით მიმართვა მოსთხოვა.

ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია ქუთაისის მერიის 2018 წელს გაცემული ის დაპირებაა, რომელიც არ შესრულდა. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებდნენ, რომ ერთადერთი შემაფერხებელი მიზეზი კიბის მიმდებარედ არსებული ის მიწის ნაკვეთი იყო, რომელიც სახელმწიფო ბალანსზე ირიცხებოდა, ეკონომიკის სამინისტრო კი, ტერიტორიის გადაცემაზე უარს აცხადებდა.

საბოლოოდ, უწყებამ მიწის ნაკვეთი 2019 წლის მარტში, კერძო პირზე გაასხვისა.

მერიამ ვერც სამუშაოების მარტივად დაპროექტება მოახერხა. ადგილობრივ თვითმმართველობას ამისთვის ტენდერის სამჯერ გამოცხადება და საპროექტო ღირებულების გაზრდა დასჭირდა.

მესამე მცდელობაზე მერიამ 22 990 ლარიანი ხელშეკრულება შპს “გეოანალიტიკასთან” გააფორმა, თუმცა ეს ტენდერიც მალევე ჩაიშალა.

გარდა იმისა, რომ ამ ხდნის განმავლობაში გაჭიანურდა კიბეების რეაბილიტაცია, შეიცვალა პროექტი, რომელიც თავდაპირველად იყო დაგეგმილი. შეცვლილი პროექტის მიხედვით შეიცვლება არსებული დაზიანებული მოპირკეთება, განათების და სანიაღვრე სისტემები. განახლდება გამწვანება.