ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ჯავახიშვილისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში მიმდინარე საგზაო–სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ამ ტერიტორიაზე ტრანსპორტი დროებით შეცვლილი მიმართულებით იმოძრავებს.
ახალი სქემის მიხედვით, იცვლება: №8, №9, №11, №13 და №14 სამარშრუტო ხაზების მოძრაობის მიმართულება.
დეტალური ინფორმაცია სამარშრუტო ხაზების ცვლილებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: www.batauto.ge.