ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 4 საბავშვო ბაღი აშენდა

389

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 4 ახლადაშენებული საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას, ჯონდო მდივნიშვილთან ერთად, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

როგორც მუნიციპალიტეტის პირველი პირი აცხადებს, სოფელ კართუბნის, თელისა და ბაისუბნის სააღმზრდელო დაწესებულება 50-50 აღსაზრდელზეა გათვლილი.

“საბავშვო ბაღების შენობის მშენებლობასთან ერთად, მოპირკეთდა ეზო და მოეწყო გასართობი საბავშვო მოედნები. სამივე ბაღის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და თითოეულის ღირებულებამ 763 000 ლარი შეადგინა. ხოლო სოფელ კაბალში საბავშვო ბაღი კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯია“-მ ააშენა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. მინდა, აღვნიშნო, რომ სააღმზრდელო დაწესებულებების მშენებლობა ამით არ დასრულებულა, უკვე დაგეგმილია სოფელ ჭაბუკიანში  100 ბავშვზე, ხოლო სოფელ ჭიაურში – 75 ბავშვზე გათვლილი საბავშო დაწესებულების მშენებლობა”, – განაცხადა მდივნიშვილმა.