დაუსრულებელი სარისკო კორპუსები ბათუმში

335

ეს გორგასლის ქუჩაზე, არსებული ახლად აშენუბილი კორპუსია. რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, შენობას ექსპლუატაციაში შესასვლელად, ბათუმის მერიის ნებართვა მიღებული აქვს, თუმცა, მდგომარეობა ასეთია. როგორც ხედავთ, ქალაქის ხედის სანახავად აივანზე გასვლა საჭირო არაა. საცხოვრებელი კორპუსის ბლოკებს თუ შევხედავთ, გადაჭარბებული არ იქნება თუ კი, ვიტყვით, რომ შენობა შუაში იხლიჩება. თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

კორპუსი ფაქტობრივად თავზე ენგრევათ, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევს. ყურადღების მიღმა დატოვა მოქალაქეები, მშენებლმა კომპანიამ „ამიგო 2007“-მაც. ვინ არის პასუხიმგებელი მათ უსაფთხოებაზე? პასუხი ვერავისგან მიიღეს.

ჩაუბარებელი და დაუსრულებელი კორპუსები ბათუმში მრავლადაა. ბუნებრივია, ყველას შესახებ ვერ გიამბობთ. მეტიც, გადავიღეთ ისეთი შენობებიც, სადაც მშენებლობის პარალელურად, მოქალაქეები ცხოვრობენ.

ჯანმრთელობისა და სიცოცხლითვის საშიშ კორპუსში ცხოვრობენ ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზეც. აქ, გაუსაძლისი მდგომარეობის ატანა მოქალაქეებს იმ მიზეზით უწევთ, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ.

დღეს, მშენებლობის ექსპლუატაციაში შესვლამდე, კორპუსში ცხოვრებას არცერთი საკანონმდებლო ნორმა კრძალავს. სპეციალური ჩანაწერები, რომლებიც ამ მხრივ, უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა 2007 წელს გაუქმდა. დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ მსგავს საცხოვრებლებში მოქალაქების ცხოვრება საფრთხის შემქმენელია.

საკითხი, რომ  თვითმმართველობის მოსაგვარებელია, იციან ოპოზიციაში. გამომდინარე იქედან, რომ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე შესაძლოა, ირაკლი კუპრაძე გახდეს, ვკითხეთ, როგორ აპირებს პრობლემის აღმოფხვრას? ირწმუნება, რომ პოლიტიკური ნებით, ზედამხედველობის და ინფრაქსტრუქტურის სამსახურის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება, პრობლემას მარტივად მოაგვარებს.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქვეყანა 9 გარდაცვლის გლოვობს, მსგავსი საფრთხის წინაშე მყოფი მოქალაქეები, კამერების წინ გამოჩენას თავს არიდებენ. საკითხის შესაფასებლად,  ბათუმში, ათამდე დარგის სპეციალისტს დავუკავშირდით. ყველა მათგანმა კომპეტენტურ რჩევებსა და პასუხებზე უარი, იმ მოტივით გვითხრა, რომ ზედამხედველი უწყებების გადამტერება არ სურთ. ეს ის შემთხვევაა, როცა დუმილი ოქრო კი არა დანაშაულია და მსგავსი პრობლემების გადაჭრის გზა, მხოლოდ, პროფესიონალური მიდგომა და პასუხისმგებლობის გააზრება.