ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის განცხადებით, სოფელ ყვიბისის N20–ე საარჩევნო უბანზე, გადასატანი ყუთის ერთი პროპორციული ბიულეტენი, რომელიც კომისიის წევრებს დაკარული ეგონათ, დათვლის დროს ყუთში აღმოჩნდა. აღნიშული ყუთი კომისიის წევრების გადაწყვეტილებით საოლქოში გაიხსნა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„ყუთი უფლებამოსილი პირების თანდასწრებით დაითვალა. შესაბამისად ის შედეგი დადგა, რასაც ველოდით. კითხვის ნიშანი არცერთ კომისიის წევრში, მათ შორის არც იმ ოლქის წევრებში არ დატოვა. დათვლის შედეგად ამოვიდა იმდენი ბიულეტენი რამდენის მოლოდინიც იყო. ყუთში არცერთით ნაკლები ბიულეტენი არ ამოსულა. ის ერთი ბიულეტენი, რომელიც გამოუყენებელი დაბრუნდა საარჩევნო უბანზე, აღმოჩნდა საარჩევნო ყუთში, როგორც ჩანს გადასატანი საარჩევნოს ყუთში წამღებმა კომისიის წევრებმა ერთ-ერთ ამომრჩეველზე ერთის ნაცვლად ორი ერთი და იგივე საარჩევნო სახის ბიულეტენი გასცეს“,- გვითხრა ბორჯომის N36-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ლევან დევიძემ.