ვინ გახდება ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე

657

წინა სტატია

საკრებულოების პირველ სხდომას ცენტრალური საარჩევნო კომისია, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოსთვის მოიწვევს. ვინ გახდება ხარაგაულის სკარებულოს თავმჯდომარე, ამ თემაზე ინფორმაციას ჩემი ხარაგაული ავრცელებს. 

„საარჩევნო კოდექსის“ 151-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში იწვევს.

„სამართლიანი არჩევნების“ იურისტ რატი თინიკაშვილის განმარტებით, პირველ სხდომებს ცესკო, მეორე ტურების შედეგების შეჯამების შემდეგ მოიწვევს, რადგან რამდენიმე მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტატი წევრების ასარჩევად მეორე ტურები ტარდება.

ვინ გახდება ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე, – ამის გარკვევას, პირველ რიგში, მოქმედ თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძესთან შევეცადეთ. მან ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე პაატა გოგოლაძემ გვითხრა, რომ „2021 წლის მოწვევის საკრებულოს ისევ მანანა ბარბაქაძე უხელმძღვანელებს და ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია“.