ხარაგაულის 2021 წლის მოწვევის საკრებულოში 4 პოლიტიკური პარტია შედის

425

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოში 4 პოლიტიკური პარტია იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

პროპორციული სისტემით თითო-თითო მანდატი ერგოთ პარტია „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“. წინასწარი მონაცემებით, 6+1 მანდატს მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო 12+1-ს – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, არჩილ ბლიაძისგან, მოპოვებული ინფორმაციით, წინასწარი მონაცემები, დაზუსტების შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს.

ამის მიხედვით, ნაცმოძრაობის პარტიული სიიდან საკრებულოში 6 ან 7 დეპუტატი მოხვდება; შესაბამისად, ხარაგაულის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნების“ პარტიული სიით 12 ან 13 წევრი გახდება.

შეგახსენებთ, რომ #48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით, თერთმეტივე მანდატს სახელისუფლებო კანდიდატები დაეუფლენ.

გთავაზობთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს შემადგენლობას, წინასწარი მონაცემებით:

მაჟორიტარული სისტემით დეპუტატები გახდნენ:

  1. დაბა ხარაგაულის საარჩევნო ოლქში – ბესიკ კვირიკაშვილი;
  2. კიცხი-ფარცხნალის საარჩევნო ოლქში – კიაზო გამრეკელაშვილი;
  3. ვარძია-წყალაფორეთი – ხიდარის საარჩევნო ოლქში – შმაგი ხიჯაკაძე;
  4. ლაშე-სარგვეში-ღორეშა-ბაზალეთის საარჩევნო ოლქში – პავლე კიკალიშვილი;
  5. ბორითის საარჩევნო ოლქში – იამზე პაქსაშვილი;
  6. ხუნევის საარჩევნო ოლქში – ლენა აბაშიძე;
  7. ნადაბური-ხევის საარჩევნო ოლქში – დოდო ხაჩიძე;
  8. ზვარე-წიფას საარჩევნო ოლქში – ვახტანგი ტალახაძე;
  9. ვახანი-ლეღვანის საარჩევნო ოლქში – ვერა ოდიკაძე;
  10. მოლითის საარჩევნო ოლქში – მერაბი ტალახაძე;
  11. საღანძილის საარჩევნო ოლქში – დავით კიკნაძე;
  12.  პროპორციული სიით პარტიიდან „ლელო“ ხარაგაულის საკრებულოს წევრი გახდა ომარ გაგოშიძე;
  13. პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“კონსტანტინე ბერაძე;„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“
  14. თორნიკე ავალიშვილი;
  15. კობა გოგსაძე;
  16. ქეთევან ზუმბაძე;
  17. ბაქარ ბარბაქაძე;
  18. თამაზი ლომიძე;
  19. ირმა ალხაზიშვილი;„ქართული ოცნებიდან“ დეპუტატები გახდნენ:
  20. მანანა ბარბაქაძე;
  21. გოჩა გიორგიძე;
  22. ავთანდილ კვინიკაძე;
  23. მარინე ხვედელიძე;
  24. ოთარ ლურსმანაშვილი;
  25. პაატა გოგოლაძე;
  26. ნონა ზურაბიანი;
  27. შალვა ლურსმანაშვილი;
  28. ამირან ოქრომჭედლიძე;
  29. ეკატერინე შველიძე;
  30. უშანგი ბერაძე;
  31. ავთანდილ ვეფხვაძე.

უახლოეს დღეებში, მონაცემების დაზუსტებისთანავე, გაირკვევა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემდეგი წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის მე-7 ნომერი – ჯაბა ჯიმშიაშვილი გახდება, თუ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მე-13 ნომერი – ირმა ვაქერ-სებისკვერაძე.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატებს წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას, ამომრჩეველთა ნდობის გამართლებას უსურვებს.