“არაფერი გამომიღია, მაბრალებენ ყველაფერს” – ბათუმში ნგრევის საქმეზე დაკავებული მუშა

360

წინა სტატია

ბათუმში საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ ნგრევის საქმეზე დაკავებულმა ერთ-ერთმა მუშამ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

მან თქვა, რომ საყრდენი კედლები არ დაუზიანებია და ყველაფერს “აბრალებენ”.

“არაფერი არ გამომიღია, მაბრალებენ ყველაფერს”, – თქვა მან.

ცოტა ხნის წინ მოსამართლემ საქმეზე დაკავებულ აზერბაიჯანელ ბინის მეპატრონესა და ორ მუშას პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე პროკურატურის პოზიციას არ იზიარებს. ადვოკატები ამბობდნენ, რომ საქმეში არაა ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დადასტურდება, რომ ნგრევა პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია. მათ ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი არასწრულწლოვანი.