ბორჯომის და ადიგენის 4-4 უბნის ხელახალი გადათვლის შედეგები ცნობილია

819

ბორჯომის N36-ე და ადიგენის N38-ე საოლქო საარჩევნო კომისიებმა უბნების ხელახლა გადათვლის პროცესი დაასრულეს. ოლქების თავმჯდომარეების განმარტებით, გადათვლის შედეგად ოქმებში არაფერი შეცვლილა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ბორჯომის N36-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლევან დევიძის განცხადებით ბორჯომში ხელახლა  18, 20, 29 და 30 უბნები დაითვალეს.

„შეირჩა ის უბნები, სადაც შემაჯამებელ ოქმებში დიდი რაოდენობის ბათილი ბიულეტენები ჰქონდათ.  არცერთ  უბანზე ცვლილება არ დაფიქსირებულა, მეტწილად ბათილი ბიულეტენები ისეთები იყო, სადაც ან საერთოდ არაფერი იყო შემოხაზული, ან მთლიანად გადახაზული ჰქონდათ. აღნიშნულ პროცეს 17 კომისიის წევრიდან 13 ესწრებოდა“, – ამბობს ლევან დევიძე.

ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის მსგავსად, ადიგენის N38-ე საოლქო საარჩევნო კომისიამაც ის ოთხი უბანი შეარჩია, სადაც ყველაზე მეტი ბათილი ბიულეტენი ჰქონდათ.

„შეირჩა 14, 7, 12 და 16-ე უბნები, სადაც ბათილი ბიულეტენები შედარებით ჭარბობდა. გადათვლის შედეგად ცდომილება არ იყო და ანუ ძალაში დარჩა ოქმში ის მონაცემები, რაც მანამდე იყო“, – გვითხრა ადიგენის N38 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ჯაბა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის N37-ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გადათვლილი ოთხი უბნის შედეგებიც ცნობილია.