ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონში, მუნიციპალიტეტების სამაჟორიტარო ოლქებში და პროპორციულ ნაწილში, ძირითად შემთხვევებში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, თუმცა არის მუნიციპალიტეტები და ოლქები, სადაც საკრებულოებში წარმომადგენლები ოპოზიციურ პარტიებსაც ეყოლებათ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მარნეულის მუნიციპალიტეტეში 12-ვე სამაჟორიტარო ოლქში “ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა, პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლების ხმების 64,74% მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მარნეულის წარმომადგენლობით ორგანოში მმართველი გუნდი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი.
1 ოლქი ვასილ ხახულაშვილი „ქართული ოცნება“
2 ოლქი ტარიელ მამედოვი „ქართული ოცნება“
3 ოლქი ანარ პირიევი „ქართული ოცნება“
4 ოლქი ნიკოლოზ გოგოჭური „ქართული ოცნება“
5 ოლქი როვშან ისკანდაროვი „ქართული ოცნება“
6 ოლქი ადილ გურბანოვი „ქართული ოცნება“
7 ოლქი ჯეიხუნ ჩოიდაროვი „ქართული ოცნება“
8 ოლქი მახარატ ალახვერდიევი „ქართული ოცნება“
9 ოლქი ომარი ირიშოვი „ქართული ოცნება“
10 ოლქი მახირ ბაირამოვი „ქართული ოცნება“
11 ოლქი არსენ ახვერდიევი „ქართული ოცნება“
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მარნეულში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 64,74 % აიღო, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 25,5%.
რაც შეეხება დმანისის მუნიციპალიტეტს, 10 სამაჟორიტარო ოლქიდან, ოთხი მანდატი საკრებულოში “ნაციონალურ მოძრაობას ექნება, 5 “ქართულ ოცნებას”, ხოლო ერთი, N1 ოლქში გამარჯვებული დამოუკიდებელი კანდიდატია.
1 ოლქი– თეიმურაზ აფრასიძე დამოუკიდებელი კანდიდატი N51.
2 ოლქი შალვა ღამბარაშვილი „ქართული ოცნება“
3 ოლქი – მიხეილ დაუთაშვილი „ქართული ოცნება“
4 ოლქი– აზერ ალიევი „ქართული ოცნება“
5 ოლქი ემილ იბრაგიმოვი „ნაციონალური მოძრაობა“
6 ოლქი გუმბათ იუსუბოვი „ნაციონალური მოძრაობა“
7 ოლქი ნატიგ ოვჩიევი „ნაციონალური მოძრაობა“
8 ოლქი შახინ კოიალოვი „ქართული ოცნება“
9 ოლქი რამიზ რამაზანოვი „ნაციონალური მოძრაობა“
10 ოლქი ილია სარსევანიძე „ქართული ოცნება“
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დმანისში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 49,45% აიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 42,13%, პარტიამ „ პროგრესი და თავისუფლება“ 3.31%.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ყველა სამაჟორიტარო ოლქში მმართველი გუნდის კანდიდატმა გაიმარჯვა, თუმცა პროპორციული წესით წარმომადგენლობით ორგანოში მანდატები ოპოზიციასაც ექნება.
1 ოლქი ზურაბ დალაქიშვილი „ქართული ოცნება“
2 ოლქი გიორგი ფიჩხულაშვილი „ქართული ოცნება“
3 ოლქი მერაბი ღაღეთაშვილი „ქართული ოცნება“
4 ოლქი რამაზი ჩომახაშვილი „ქართული ოცნება“
5 ოლქი თინა აღდგომელაშვილი „ქართული ოცნება“
6 ოლქი ოთარი ლონდარიძე „ქართული ოცნება“
7 ოლქი მამუკა შავაძე „ქართული ოცნება“
8 ოლქი ლევან ფანგანი „ქართული ოცნება“
9 ოლქი რამაზ გულბანი „ქართული ოცნება“
10 ოლქი ლევან წიკლაური „ქართული ოცნება“
11 ოლქი ვაჟა ნადირაძე „ქართული ოცნება“
12 ოლქი რომანი ქავთარაძე „ ქართული ოცნება„
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თეთრიწყაროში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,56% აიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 27,97% , პარტიამ „ პროგრესი და თავისუფლება“ 3.31% , „ლელო საქართველოსთვის“ 3,99%.
რაც შეეხება წალკას, აქ სამაჟორიტარო ოლქებში სრული უპირატესობა აქვს “ქართულ ოცნებას”, ხოლო ერთ ოლქში დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა. თეთრიწყაროს მსგავსად, პროპორციული წესით, წალკის საკრებულოში მანდატები ექნება ოპოზიციასაც.
1 ოლქი ნუგზარი ჩამურლიევი „ქართული ოცნება“
2 ოლქი ჯემალ ნაკაიძე „ქართული ოცნება“
3 ოლქი უშანგი ბოლქვაძე დამოუკიდებელი კანდიდატი
4 ოლქი ავთანდილ ვანაძე „ქართული იცნება“
5 ოლქი ვუსალ უზუნალოვ „ქართული ოცნება“
6 ოლქი რადიკ სარკისიან „ქართული ოცნება“
7 ოლქი ლევონ მარკოსიან „ქართული ოცნება“
8 ოლქი ლაერტ ტოროსიან „ქართული ოცნება“
9 ოლქი ჯონი საბაძე „ნაციონალური მოძრაობა“
10 ოლქი გოჩა ხაჩატურიან „ქართული ოცნება“
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, წალკის მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,16% აიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 21,61%, პარტიამ „ პროგრესი და თავისუფლება“ 7,01%, პარტია “საქართველოსთვის” 5,93%.