2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ასპინძის N39 საარჩევნო ოლქში არსებული 10 მაჟორიტარული ოლქიდან 9–ში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა, ერთში კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა.
ცესკოს მონაცემებით, ასპინძის N39 ოლქში არსებული 23 საარჩევნო უბნიდან ყველა დათვლილია. შედეგების მიხედვით, მომავალი მაჟორიტარი კანდიდატების გადანაწილება, ასეთია:
„ქართული ოცნება“
დავით ფართლაძე – 76,46%;
ემინ ბალოიან – 100%;
გენადი დიასამიძე – 62,97%;
გოჩა ყრუაშვილი – 66,19%;
ზურაბ მელიქიძე – 56,69%;
ოლეგ ზაზაძე – 58,23%;
მაია ბუცხრიკიძე – 51,64%;
ჯემალ იაკობიძე – 67,5%;
ბესიკ მაგრაქველიძე – 76,61%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
გურამი ივანიძე – 51,46%.
გარდა მაჟორიტარი წევრებისა, საკრებულოში პროპორციული სიით იმ პარტიების წარმოამდგენლები შევლენ, რომლებმაც კანონმდებლობით გათვალისწინებული 3%–იანი ბარიერი გადალახეს. ახალი მოწვევის საკრებულოში, ცესკოს მონაცემებით, სულ ოთხმა პარტიამ გადალახა დაწესებული პროცენტული ზღვარი:
„ქართული ოცნება“– 61,26% (4133 ხმა);
„ევროპული საქართველო“– 3,39% (229 ხმა);
„ერთიანი ანციონალური მოძრაობა“– 24,6% (1660 ხმა);
„ლელო“– 3,17% (214 ხმა).