ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბორჯომის ახალი მოწვევის საკრებულოში 11 მაჟორიტარული ოლქიდან 10–ში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა, ერთში კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“. 5 ოქტომბრის მონაცემებით 31 უბნიდან დათვლილია – 30.
ბორჯომის საკრებულოში მოსახვედრად, ხმათა უმრავლესობა „ქართული ოცნების“ შემდეგმა კანდიდატებმა მიიღეს:
მერაბ იობაშვილი – 59,29%;
ნიკოლოზ კიკნაძე – 59,71%;
დავით თედიაშვილი – 56,04%;
კახაბერ თედიაშვილი – 51,83%;
ელიზავეტა კუჭუხიძე – 71,97%;
ივანე გელაშვილი – 53,12%;
ანდრუშ ირიციან – 84,13%;
მამუკა ლურსმანაშვილი – 70,22%;
ვიოლეტა ბალახაშვილი – 65,23%;
ზურაბ ბლიაძე – 56,18%.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
ამირან არუთინოვი – 52,34%.
ბორჯომის ახალი მოწვევის საკრებულო 33 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული, სადაც 22 წევრი პროპორციული წესით იქნება შესული, 11 კი მაჟორიტარულით. 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, პროპორციული წესით საკრებულოში მოსახვედრად არსებული 3%–იანი ბარიერი, ბორჯომში ოთხმა პარტიამ გადალახა:
„ქართული ოცნება“ – 55,98% (7864 ხმა)
„საქართველოსთვის“ – 3,76% (528 ხმა)
„პატრიოტთა ალიანსი“ – 4,19% (588 ხმა)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 24,15% (3393 ხმა)
ზემოაღნიშნული მონაცემებით, ბორჯომის საკრებულოში პროპორციული წესით დეპუტატები სავარაუდოდ ოთხ პარტიას ეყოლება.