ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ანაკლიასა და კიდევ 5 სოფელში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვა

470

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, #6 მაჟორიტარულ ოლქში (დიდი ნეძი, ორულუ, ერგეტა, ანაკლია, დიდი ნეძის კახათი, ცვანე) ხმების უმრავლესობა – 50.16% „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თენგიზ მამფორიამ მოიპოვა. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელს კი 42.62%-მა დაუჭირა მხარი. „გახარია – საქართველოსთვის“ კანდიდატმა, დათო აბულაძემ ხმების საერთო რაოდენობის 7,22% მოიპოვა.

საარჩევნო ოლქში სულ 5 უბანი იყო გახსნილი. რეგისტრირებული იყო ჯამში 5 145 ამომრჩეველი, კენჭისყრაში მონაწილეობა კი 2652-მა მიიღო.