შუახევის გამგეობა უკიდურესად გაჭირვებულ 11 ოჯახს სახლს შეუსყიდის

1076

„უკიდურესად გაჭირვებული, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე საცხოვრებელი სახლების შეძენის პროგრამის“ საკითხთა კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომას, სადაც სულ 41 მოქალაქის განცხადება განიხილეს, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე ესწრებოდა.

კომისიის წევრებმა ადგილზე მისვლით შეისწავლეს აღნიშნული ოჯახების მდგომარეობა, რაზეც წყალსაყრის, შუბნის, ოლადაურის, ბარათაულის, დღვანის, უჩამბის, შუახევის და  ჭვანის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეირჩა ოჯახები, რომლებიც ისარგებლებენ აღნიშნული პროგრამით, ხოლო  ზამლეთის ადმინისტრაციულ ერთეულში კომისიის გადაწყვეტილებით მოხდება განმეორებითი შესწავლა.

„უკიდურესად გაჭირვებული, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე საცხოვრებელი სახლების შეძენის  პროგრამა“ ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ფარგლებში 11 ოჯახზე საცხოვრებელი სახლის შესყიდვას. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 119 000  ლარს.

ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.