ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თეთრწყაროში “ქართული ოცნების” კანდიდატმა, გიორგი წიკლაურმა პირველივე ტურში გაიმარჯვა.
ცესკო-ს ინფორმაციით, 43 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:
- გიორგი წიკლაური (ქართული ოცნება – N41) – 65.16%
- ვანო მაღალაშვილი (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 30.61%
- ნინო დავითაშვილი (ევროპული საქართველო – N2) – 4.23%