ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მარნეულში “ქართული ოცნების” კანდიდატმა, კენან ომაროვმა პირველივე ტურში გაიმარჯვა.
ცესკო-ს ინფორმაციით, 91 უბნის 100%-იანი მონაცემების მიხედვით, კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:
- კენან ომაროვი (ქართული ოცნება – N41) – 68.01%
- ელდარ მუსტაფაევი (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 28.11%
- აკმამედ იმამკულიევი (ევროპული საქართველო – N2) – 3.88%