კობახიძე იმედის ეგზიტპოლის შემდეგ: გაუმარჯოს ჩვენს დღევანდელ გამარჯვებას, გაუმარჯოს

395

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედის ეგზიტპოლს ზეიმობს და გუნდს გამარჯვებას ულოცავს. იმედის ეგზიტპოლის თანახმად, კახა კალაძემ 51.3% აიღო და პირველივე ტურში გაიმარჯვა, ედისონ რისერჩისა და იფსოსის კვლევის თანახმად კი, თბილისში მეორე ტური იქნება.

კობახიძის თქმით, ქართულ ოცნებას წინ კიდევ “დიდი გამარჯვებები” ელოდება.

“ჩვენ 10 წლის წინ, როცა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა ქართული ოცნება, მაშინ პირველი გამარჯვების არავის სჯეროდა, თუმცა იმის შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ ზედიზედ მე-8 გამარჯვება და დიდი გამარჯვევები კიდევ წინ არის, გაუმარჯოს ჩვენს დღევანდელ გამარჯვებას და ჩვენს შემდეგ გამარჯვებას, გაუმარჯოს”, – თქვა კობახიძემ.

ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატების მიერ მიღებული ხმები 18:00 საათისთვის ასე განაწილდა: 

კახა კალაძე, ქართული ოცნება – 43%

ნიკა მელია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%

გიორგი გახარია, საქართველოსთვის – 7%.