კალაძე 43%, მელია 39%, გახარია 7% – ფორმულას ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემი

325

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატების მიერ მიღებული ხმები 18:00 საათისთვის ასე განაწილდა:

კახა კალაძე, ქართული ოცნება N41 – 43%

ნიკა მელია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა N5 – 39%

გიორგი გახარია, საქართველოსთვის N25 – 7%

თუ ეს შედეგები დადასტურდება, თბილისში მეორე ტური შედგება კახა კალაძეს და ნიკა მელიას შორის.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ედისონ რისერჩის ეგზითპოლის მიხედვით:

ანა დოლიძე, მოძრაობა ხალხისთვის N48 – 4%;

გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი N8 – 1%;

ანა ბიბილაშვილი, ლელო N9 – 2%;

რინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ ​N23 – 1%