კორძაია: დედოფლისწყაროში უბანი უნდა დაიხუროს… ადამიანები იძულებით მიჰყავთ საარჩევნო უბნებზე

275

ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ კორძაია, საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს. კორძაიას თქმით, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ადამიანები საარჩევნო უბნებზე იძულებით მიჰყავთ.

“ადამიანები მიჰყავთ იძულებით საარჩევნო უბნებზე. დედოფლისწყაროს უბანი უნდა დაიხუროს, 100-ზე მეტი ხმა მიცემული ჰქონდათ დაულუქავი საარჩევნო ყუთის პირობებში”, – ამბობს კორძაია.

მისი თქმით, დარღვევები იმატებს. მისი თქმით, დედოფლისწყაროს დასახელებული უბანი უნდა დაიხუროს.

გარდა ამისა, კორძაიას ინფორმაციით, კრწანისის რამდენიმე უბანზე კომისიამ ვერ უზრუნველჰყო ელექტრონული სისტემით ხმის მიცემა და პროცესი გაგრძელდა ჩვეულებრივ რეჟიმში.

ასევე, დაფიქსირდა უბნები, სადაც საარჩევნო კომისიის წევრები ყურსასმენებითა და მიკროფონებით გადასცემენ ამომრჩევლების სახელებსა და გვარებს, ვინ მივიდა და ვინ  – არა.

კორძაიას ინფორმაციით, აბაშაში დაფიქსირდა მოსყიდვის ფაქტო, მცხეთაში მუდმივად დარღვეულია 100 მეტრიანი დისტანცია კოორდინატორების მხრიდან, მარნეულში სცემეს ენმ-ს წარმომადგენელს.

კორძაია ცესკოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ.