რუსთავის საბავშვო ბაღებში ახალი ინვენტარი და ჭურჭელი შეიძინეს

963

რუსთავის საბავშვო ბაღებში 2017-2018 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის ახალი ინვენტარი და ჭურჭელი შეიძინეს.  ააიპ ,,რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ“ ოცივე საბავშვო ბაღისთვის სამზარეულოს ახალი ჭურჭელი, ასევე ჯგუფებისთვის განკუთვნილი ჭურჭელი შეიძინა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 31 000 ლარი დაიხარჯა.

ამასთან ერთად, როგორც ,,რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელი ეკატერინე ხუციშვილი აცხადებს, რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ახლად რეაბილიტირებული #41 საბავშვო ბაღი ახალი რბილი ინვენტარითა და ავეჯით აღიჭურვა.

საბავშვო ბაღის 4 ახალი სააღმზრდელო ჯგუფისთვის, ბაგა-ბაღების გაერთიანებამ თანამედროვე სტანდარტების საწოლები, სანიტარულ-ჰიგიენური მასალების შესანახი კარადები, ახალი ჭურჭელი, ასევე რბილი ინვენტარი (საბანი, ლეიბი და ბალიში) შეიძინა.

რუსთავის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა ახალი ინვენტარით განახლება მომავალი წლის იანვარში დასრულდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი