“ოცნების” კოორდინატორები სიებით, ზუგდიდის საარჩევნო უბანთან მობილიზდნენ – არჩევნები სამეგრელოში

497

ზუგდიდის მე-16 საარჩევნო უბანი 15 წუთის დაგვიანებით გაიხსნა. მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ კომისიის ახალი წევრები ჰყავთ და დროულად ორგანიზება ვერ შეძლეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

გარდა ამისა, “მთავარი არხის” კამერამ უბნის ტერიტორიაზე “ქართული ოცნების” კოორდინატორები დააფიქსირა, რომლებიც სიებით იყვნენ იქ მისულები, თუმცა თქვეს, რომ ხმის მისაცემად მივიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ახალი წესით კოორდინატორების ყოფნა საარჩევნო უბანზე, 100 მეტრის რადიუსში, აკრძალულია.