მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად საქართველოშია. ის დააკავეს, მაგრამ მან იცოდა, რაზეც მოდიოდა და შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი.ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ ისიც გათავისუფლება და ქვეყანაც ,” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“მე გესალმებით გამარჯვების სრული რწმენით, ეს ერთი და მოგესალმებით უზღვევი ენერგიით და იმედით სავსე, ეს ორი. ასეა ეს და უბრალოდ გიზიარებს ამ ჩემს ემოციებს, მაგრამ ემოციები იქით იყოს და ხვალ რეფერენდუმი გვაქვს ქვეყანაში. კენჭისყრა გვაქვს ქვეყანაში, რომლითაც ჩვენ ყველანი დარწმუნებული ვარ, მივიღებთ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილებას რომლითაც, საბოლოოდ, მოვიშორებთ ქვეყნის დამაქცევარ ხელისუფლებას, რომლითაც საბოლოოდ დავადგებით ნათელი მომავლის გზას…
დღეს ყველა ვხედავთ ოცნების ისტერიასა და ჩამოშლას მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების გამო. ეს რომ ნორმალური ხელისუფლება იყოს, საერთოდ არ უნდა ექციათ მესამე პრეზიდენტი დევნილად, მთელს მსოფლიოში აბუჩად არ აეგდოთ საკუთარი თავი და ქვეყანა და ძებნილად არ გაეხადათ კაცი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოუტანა ქვეყანას. მას სრული უფლება ჰქონდა თავის ქვეყანაში ჩამოსვლის, დღეს ის ნამდვილად საქართველოშია, ის დააკავეს, მაგრამ მან იცოდა რაზე მოდიოდა და შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი. ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ ისიც გათავისუფლდება და ქვეყანაც. ციხეში ყოფნა არაა პრობლემა, განსაკუთრებით მისთვის, პრობლემა არის, როდესაც ქვეყანა ემსგავსება დახავსებულ ციხეს და ეს არის მისთვის განსაკუთრებული პრობლემა.
საერთო გამარჯვების შემდეგ კი ისიც, როგორც საქართველოს უამრავი მოქალაქე მოგვილოცავს ისტორიულ გამარჯვებას! ჯერ ციხიდან მაგრამ მალე თავისუფლებაზე! მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა რაც თქვა – ეს თავდადებული ნაბიჯია! მან თავის თავისუფლება დათმო ამ რეჟიმის დამარცხებისთვის!
ჩვენი თავდადება კი ბევრად მარტივ რამეში უნდა გამოვხატოთ – ავდგეთ ხვალ, დავდგეთ როგში, ავიღოთ ბიულეტენები და დავასრულოთ ოცნება! შემოხაზეთ ნებისმიერი 41 გარდა! ხოლო ენმ ყველა მომხრეს დამატებით ვალდებულება გვაქვს – ჩვენი არჩევანით დავიხსნათ პრეზიდენტი სააკაშვილი! ეს ჩვენი სურვილიცაა და დღეიდან ვალიც!
რაც მთავარია, ხვალ ჩვენ მივიღებთ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, რომლითაც გავარღვევთ “ქართული ოცნების” დანერგილ მანკიერ წრეს – სიძულვილით, ბოღმით და დაპირისპირებით დახშულ წრეს გავარღვევთ ხვალ. და სრულიად დარწმუნებული ვარ, მეტიც, მისხალი ეჭვი არ მეპარება, აი ხომ შეიძლება ოდნავ მაინც გეპარებოდეს ადამიანს ეჭვი რომ ხვალ, ჩვენ, ყველანი ერთად დავადგებით ჩვენი სამშობლოს გადარჩენის ერთადერთ გზას!”, — განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა. მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.
მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში ინფორმაციას არ ადასტურებდნენ. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამაუკა მდინარაძემ თქვა, რომ მიხეილ პრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, მისი ვიდეოები ფეიკია და იმაზე უფრო მარტივი ტექნოლოგიითაა გაკეთებული, ვიდრე DeepFake.
მესამე პრეზიდენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს-ც უარყოფდა.