“ქართული ოცნება” არჩევნებზე ხმების პარალელურ დათვლას აპირებს. ამის შესახებ პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან განმარტა, პარალელური დათვლა ყველა უბანზე განხორციელდება.
“იმ ოქმებზე, რომელიც შედგება ადგილზე შევიყვანთ ბაზაში და ჩვენს მოსახლეობას საშუალება ექნება, რომ პარალელური დათვლის მეშვეობით უფრო ადრე გაიგოს შედეგები”, – თქვა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, პაპუაშვილმა წარადგინა ახალი საარჩევნო პორტალი 2021, სადაც მოქალაქეებს არჩევნების დღესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.