იმერეთის რეგიონში გაზიფიცირების დამატებითი სამუშაოები 23 დასახლებულ პუნქტში ჩატარდება, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის განკარგულებაშია ნათქვამი.
განკარგულების შესაბამისად, 2022 წელს გაზიფიცირების სამუშაოები დამატებით განხორციელდება ტყიბულის, ჭიათურის, ზესტაფონის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში.
დამატებით გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება: ჭიათურა: მორძგვეთი, სკინდორი, ეწერი, სალიეთი, ქვაციხე, საკურწე, რცხილათი, ხალიფაური, თაბაგრები, ზოდი, სვერი, ცხრუკვეთი, თვალუეთი, ხრეითი. ხარაგაული: ღარიხევი, წიფი, ქროლი, კიცხის იგორეთი, ლაშის იგორეთი.