ლადო მგალობლიშვილი: 2 ოქტომბერს კარუსელი მხოლოდ ბათუმის ცენტრალურ პარკში იტრიალებს და ოპოზიციას შეუძლია შემოუსხდეს

248

წინა სტატია

2 ოქტომბერს კარუსელი მხოლოდ ბათუმის ცენტრალურ პარკში იტრიალებს და ოპოზიციას შეუძლია შემოუსხდეს, – ასე ეხმაურება აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი ოპოზიციონერების განცხადებას, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნება“ ბათუმში საარჩევნო კარუსელის დატრიალებას გეგმავს.

მისი განცხადებით, ოპოზიცია განწირულია მარცხისთვის და მათთვის ჩვეულ ხრიკებს – პროვოკაციებს მიმართავენ.

,,სააკაშვილის მუშტის ქვეშ გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს, ფანტასტიკური ჟანრის მორიგი ბრალდება წამოაყენა, თითქოს, ბათუმში, 2 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ საარჩევნო კარუსელის დატრიალებას გეგმავს. ოპოზიცია რომ განწირულია მარცხისთვის ეს თავადაც იციან და მიმართავენ ჩვეულ ხრიკებს – პროვოკაციებს, რათა შემდგომი დესტაბილოზაციისთვის ხელოვნურად დაძაბონ გარემო. როგორც ჩანს, ძალიან მონდომებული არიან კარუსელის ხილვით. შეგვიძლია პარკის ადმინისტრაციასთან გავუწიოთ შუამდგომლობა, რათა მათვის, 2 ოქტომბერს, უფასოდ დატრიალდეს ყველა კარუსელი“, – განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.