ოპოზიციური პარტიების ბათუმის მერობის საერთო კანდიდატის, გიორგი კირთაძის განცხადებით, 2 ოქტომბერს „ქართული ოცნება” საარჩევნო უბნებზე „კარუსელების“ დატრიალებას გეგმავს. როგორც მან „ლელო საქართველოს“ ოფისში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, მმართველი გუნდი იმ მოქალაქეების ხმების მითვისებას გეგმავს, რომლებიც არჩევნებზე მისვლას ვერ ახერხებენ.
ამასთან, ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ხმების დასაცავად 2000-ზე მეტი დამკვირვებელი მოამზადეს, რომლებიც გაყალბებას არ დაუშვებენ.
„პროცესებში ჩართულია სუს-ი და კრიმინალური პოლიცია, ისინი კარდაკარ ამოწმებენ ვის არ შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა. ისენი არიან ძირითადად მეზღვაურები და ემიგრანტები და ცდილობენ მათი ხმების გამოყენებას, ანუ ჩვეულებრივი „კარუსელის“ დატრიალებას გეგმავენ“, – განაცხადა ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ.