ცესკო: თბილისის მასშტაბით 800-მდე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს განახლებული დიზაინის ხმის მიცემის კაბინები დახვდება

294

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე თბილისში ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს განახლებული დიზაინის კენჭისყრის კაბინები დახვდებათ.

მათივე ცნობით, პირველ ეტაპზე კენჭისყრის კაბინების დიზაინი მხოლოდ თბილისის მასშტაბით არსებულ 800-მდე საარჩევნო უბანზე შეიცვლება.

როგორც ცესკო-ში აცხადებენ, აღნიშნულ ინიციატივას 26 სექტემბრის სხდომაზე ცესკო-ს წევრებმა სრული კონსენსუსით დაუჭირეს მხარი. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნავენ, რომ განახლებული ფორმის კაბინებში კვლავ დაცული იქნება ხმის ფარულობა.