ხვიჩია: „პორშეს” გათამაშებაში გამარჯვებულს ერთადერთ ვალდებულებას დავუდებთ – თუ სააკაშვილი ჩამოვა, ერთი დღით გვათხოვოს, რომ მას მოვემსახუროთ

384

წინა სტატია

„პორშეს” გათამაშებაში გამარჯვებულს ერთადერთ ვალდებულებას დავუდებთ – თუ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა, ერთი დღით გვათხოვოს, რომ სააკაშვილს მოვემსახუროთ, – ამის შესახებ გირჩის დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სააკაშვილის განცხადებას 2 ოქტომბრის საღამოს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, თუ სააკაშვილს დააპატიმრებენ, “პორშეთი” ციხეში მიაცილებენ თუ არა, ხვიჩია პასუხობს, რომ „ციხემდე „პორშეთი” ვერ მიაცილებ, იქ სხვა მანქანით დადიან, თუმცა, საუბარი ხომ იმაზეა, რომ ციხე კი არა ტრიუმფი ელოდება ადამიანს”.

„სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ვენიძლავები 100 მილიონ ქართულ დოლარზე, „გირჩის” ვალუტაზე ნებისმიერ ჩემს კოლეგას, შეიძლება ჩამოვიდეს კიდეც, მაგრამ რისკის ნაწილია. თქვენ იცით, რომ “პორშეს” ვათამაშებთ, ასევე დაპირება გვაქვს, რომ სააკაშვილი თუ ჩამოვა, “პორშეთი” მივიყვანთ საჭირო ადგილზე. „პორშეს” გათამაშებაში გამარჯვებულს ერთადერთ ვალდებულებას რასაც ვუდებთ, იქნება ის, რომ თუ სააკაშვილი ჩამოვა, ერთი დღით გვათხოვოს, რომ სააკაშვილს მოვემსახუროთ. სააკაშვილს ყველასგან სხვადასხვა რამ ელის, ზოგისგან ჩახუტება, ზოგისგან „პორშეთი” გასეირნება, ზოგისგან არცთუ სასიამოვნო რაღაცები და „ქართული ოცნება” რას იზამს, ვნახოთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში 2 ოქტომბრის საღამოს ჩამოვა. მან სოციალურ ქსელში ნაყიდი ბილეთიც გამოაქვეყნა.