“ენმ” უარყოფს დარგალის ინფორმაციას შულავერში სააკაშვილის ჩამოსვლის მოთხოვნით გასამართ აქციაზე

713

წინა სტატია

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის რაონული ორგანიზაცია უარყოფს ზაურ დარგალიდ განცხადებას. დარგალის ინფორმაციით, შულავრის ადმინისტრაციულ ერთეულში, „ენმ’’-ს ორგანიზებით მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მოთხოვნით აქციის გამართვა და გზის გადაკეტვა იგეგმება. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

როგორც „ენმ-ს“ მარნეულის შტაბის უფროსი, გიორგი მუმლაძე ამბობს, მსგავი რაამ მათი ორგანიზებით არ იგეგმება. ამბობს, რომ ინფორმაცია პირველად, ჟურნალისტებისგან გაიგო.

„ზოგადად, გამოხატვის თავისუფლება არის საქართვლოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. ნებისმიერ ადამიანს მშვიდობიანად შეუძლია გამოვიდეს ქუჩაში, მოითხოვოს და გააპროტეტოს რაც მას სურს. ახლა გავიგეთ იმის შესახებ, რომ ზაურ დარგალს რაღაც მოელანდა და ბუნებრივია ეს უკავშირდება შიშსს, რომელიც ქართულ ოცნებაში დაითესა იმის შემდეგ რაც გაიგეს მიხეილ სააკაშილის საქართველოოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ჩვენ მშვიდობიანად, წყნარად, მშიდად ვაგრძელებთ საარჩევნო პროცესს.“

დღეს, 27 სექტემბერს, მარნეულის „ქართული ოცნების“ შტაბში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ აქციის გამართვისა და გზის გადაკეტვის შემთხვევაში შესაბამისი სამსახურები დროულ რეაგირებას მოახდენენ.

„ეს გახლავთ ნაციონალური მოძრაობის მიერ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი დესტრუქციული და პროვოკაციული ქმედებების გაგრძელება რომელსაც უკვე პრაქტიკულად ყოველდღიურად ვხედავთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. პარტიას, რომელსაც მარნეულში მოსახლეობასთან, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, არც ერთი შეხვედრა არ აქვს ჩატარებული, პირდაპირ მიდის პროვოკაციაზე. ე.წ აქციის ფარგლებში, ბნელი ძალები გეგმავენ კანონის საწინააღმდეგო მსვლელობას. მათ სურთ, გამოიყენონ მოსახლეობა და გადაკეტონ ცენტრალური მაგისტრალი“. – განაცხადა ზაურ დარგალმა“

დარგალის განმარტებით, შულავერში აქციის გამართვა დესტაბილიზაციის მცდელობის პირდაპირი გამოვლინებაა, რადგან საავტომობილო გზის გადაკეტვამ მოსახლეობაში შესაძლოა დაპირისპირება გამოიწვიოს. ის მოსახლეობას მოუწოდებს არ მიიღონ მონაწილეობა „დესტრუქციული ოპოზიციის“ მიერ ორგანიზებულ მიტინგში, ნაციონალურ მოძრაობას კი მოუწოდებს, რომ უარი თქვან პროვოკაციებზე და საარჩევნო გარემოს ხელოვნური გაუარესების ყოველდღიურ მცდელობებზე.