პარტია „საქართველოსთვის” ფოთის ორგანიზაციის წევრები მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მერობის კანდიდატმა გიორგი აბსარიძემ განაცხადა, ქალაქის მასშტაბით ადგილი აქვს როგორც მერობის, ასევე მაჟორიტარი კანდიდატების საარჩევნო პლაკატების დაზიანებას. ისინი ოპონენტებს მოუწოდებენ, წინასაარჩევნო კამპანია სამართლიანად, ღირსეულ და თანაბარ პირობებში აწარმოონ.
,,ბოლო დღეების განმავლობაში აქტიური სახე მიიღო ფოთში პარტია ,,საქართველოსთვის” მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატების საარჩევნო პლაკატების დაზიანების ფაქტებმა, რაც კანონდარღვევა და სამარცხვინო ქმედებაა. ჩვენ მოვუწოდებთ ოპონენტებს, ღირსეული და სამართლიანი საარჩევნო კამპანიის წარმართვისაკენ და შევახსენებთ, რომ ვერანაირი ზეწოლა ფოთსა და მთლიანად ქვეყანაში ცვლილებების შეუქცევადობის პროცესს ვერ შეაჩერებს. ჩვენ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ მოსახლეობასთან უწყვეტ კომუნიკაციას და სამართლიან ბრძოლას საქართველოსთვის!”, – განაცხადა პარტია “საქართველოსთვის“ ფოთის მერობის კანდიდატმა გიორგი აბსარიძემ.