პარტია ”ლელო საქართველოსთვის” ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ ძალადობრივ ნარკოპოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს. აჭარის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში დაკავებულია ათობით ახალგაზრდა, რის სანაცვლოდაც ითხოვენ ხმებს და წინასწარ საპროცესო გარიგებებზე უთანხმდებიან. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
”ლელოს” სიის პირველი ნომერი ირაკლი კუპრაძე კონკრეტულ პირების დასახელებისგან თავს იკავებს, ამბობს, რომ აღნიშნულ ადამიანებს არ სურთ საჯაროობა.
როგორც პარტიაში აცხადებენ პრობლემის შესახებ დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები საუბრობენ.
”ლელო” მოუწოდებს პროკურატურას აღნიშნული საკითხით დაინტერესდეს და ხელისუფლების ძალადობრივი ნაკროპოლიტიკა აღკვეთოს.
“ქართული ოცნება” ბოლო ორი თვის განმავლობაში ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის გამოყენებით არღვევს კანონს და თითქმის ყველა რეგიონში, კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე თუ ლოკალურ სივრცეებში ხდება ახალგაზრდების დაკავება ნარკოდანაშაულის გამო. შემდეგ მათი გათავისუფლების, პირობითი გარიგების, სანაცვლოდ თხოვენ დაკავებულის ახლობლებს და ოჯახის წევრებს, რომ კონკრეტულ საარჩევნო უბანზე ”ქართულ ოცნებაზე” უნდა იმუშაონ და მიიღონ მინიმუმ 500-600 ხმა.
დღეს “ქართული ოცნება” ტყვეთა ყიდვით არის დაკავებული, მსგავსი ქმედება ჩვენ ვნახეთ წინა არჩევნებზეც და ახლაც გრძელდება. მივმართავ საზოგადოებას, ნუ დაყვებიან ტყვეთა გამოსყიდვის პროცესს. 6 თვის შემდეგ ისევ დააკავებენ, მათ მეგობრებს, ახლობლებს და ისევ დაიწყება მათ გამოსასყიდად ხმებზე ნადირობა.
ეს არის სისხლის სამართლებრივი დანაშაული. მოვუწოდებთ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება მსგავს ქმედებებზე. მოიკითხონ ის მძიმე დარღვევები, რომლებიც ეხება მათ დაკავებას.”- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
მისივე თქმით, ეს ახალგაზრდები არა რიან არც ერთი პარტიის წარმომადგენლები, ისინი არიან რიგითი ბათუმელები, რომლებიც უბრალოდ ცხოვრობენ ამ ქალაქში.