ვფიქრობ, კარგად არის გამოსაძიებელი, რატომ ხდება და ვის აწყობს დმანისში ამ დაძაბულობის კერების შექმნა. ამას ბოლომდე უნდა ჩავყვეთ და ჯამურად, მთლიანი სურათი უნდა დავინახოთ. გარდა იმისა, რომ დამნაშავე, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მხარეს წარმოადგენს, ცალსახად დასასჯელია, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
იგი დმანისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში დანაშაულამდე და დაპირისპირებამდე საქმე არ უნდა მიდიოდეს, თუმცა დავითულიანის განმარტებით, არსებული გარემოებები მკაფიოდ არის დასანახი.
„ბოლო ორი არჩევნებია, კონკრეტულად მას შემდეგ, რაც კახა ოქრიაშვილი ოპოზიციაში წავიდა, რატომღაც დმანისში დაპირისპირებები მუდმივად ხდება. ამ დაპირისპირებებში რატომღაც, როდესაც არასდროს არაფერში სჭირდება ხელისუფლებას, მათ შორის დმანისში, დაძაბულობა და მმართველ გუნდს მშვიდი კამპანია გვინდა, რატომღაც ხდება ისე, რომ ვითარება იძაბება და საქმე დანაშაულამდე მიდის“, – განაცხადა დავითულიანმა.