ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულო 33 დეპუტატით დაკომპლექტდება, აქედან 11 მაჟორიტარული, 22 კი პროპორციული სიით შევა. N36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიაში მაჟორიტარული სია შვიდმა პარტიამ დაარეგისტრირა ერთი კი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
11 მაჟორიტარული ოლქიდან 2 ქალაქ ბორჯომშია, 9 კი მუნიციპალიტეტის სოფლებსა და დაბებში.
ბორჯომის N1, N28, N2, N3, და N4 საარჩევნო უბნებზე მისული მოქალაქეები არჩევანს მაჟორიტარი დეპუტატობის ხუთ კანდიდატს შორის გააკეთებენ:
- N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ლიანა ხაჩიძე;
- N8 – „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი–საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – ტატიანა მარტინენკო;
- N9 – „ლელო“ – იზოლდა ლომიძე;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – მერაბ იობაშვილი;
- N49 – „რეფორმატორები“ – გივი გოგოლაძე.
ბორჯომის N7, N27, N6, N26, N5, N25, N9 და N8 საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლები მაჟორიტარ დეპუტატს ხუთ კანდიდატს შორის შეარჩევენ:
- N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გიორგი გვირჯიშვილი;
- N8 – „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი–საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – გურამ მიქელაძე;
- N9 – „ლელო“ – ელდარ გელაშვილი;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – ნიკოლოზ კიკნაძე;
- N49 – „რეფორმატორები“ – ვალერი გრიგალაშვილი.
ბაკურიანის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შემავალი სოფლებია: დაბა ბაკურიანი, სოფ. დიდი მიტარბი, სოფ. პატარა მიტარბი, სოფ. ანდეზიტი, თორი, საკოჭავი. მოსახლეობა ხმას ბაკურიანის N11, N29 და ანდეზიტის N12 საარჩევნო უბნებზე მისცემენ, არჩევანის გაკეთება კი 4 კანდიდატს შორის მოუწევს:
- N2 – „ევროპული საქართველო–მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – ბაქარ შირაძე;
- N8 – „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი–საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – ვლადიმერი მოსესოვი;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – დავით თედიაშვილი;
- N51 – საინიციატივო ჯგუფი – ოთარი არბოლიშვილი.
ციხისჯვრის მაჟორიტარ დეპუტატს N23 ციხისჯვრის საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი სამ კანდიდატს შორის შეარჩევს.
- N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ამირანი არუთინოვი;
- N8 – „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი–საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – გრიგოლი მოსესოვი;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – ედუარდ ამბარცუმიანი.
წაღვერის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შემავალი სოფლებია: წაღვერი, დაბა, ტიმოთესუბანი, მზეთამზე, გვერდისუბანი, გუჯარეთი, ვარდევანი, მაჭარწყალი, ოდეთი, ღვთისმშობელი, ღინტური, წითელსოფელი, წინუბანი. მათი მოსახლეობა წაღვერის N13 საარჩევნო უბანზე მაჟორიტარ დეპუტატს ორ კანდიდატს შორის აირჩევს.
- N3 – „ვადამდელი არჩევნები–ერთიანი საქართველო–დემოკრატიული მოძრაობა“ – მაია ხრიკაძე;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – კახაბერ თედიაშვილი.
დვირის მაჟორიტარულ ოლქში შემავალი სოფლებია: დვირი, ჭობისხევი, ქვაბისხევი, ჩითახევი, ლარები. მათი მოსახლეობა დვირის N15 და ჭობისხევის N16 საარჩევნო უბნებზე მაჟორიტარ დეპუტატს ორ კანდიდატს შორის შეარჩევს.
- N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გიორგი გოგოლაძე;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – ელიზავეტა კუჭუხიძე.
ყვიბისის მაჟორიტარულ ოლქში ექვსი სოფელია –ყვიბისი,რველი, ზანავი, კორტანეთი, ვარდგინეთი, ბეშეთი. მათი მოსახლეობა მაჟორიტარ დეპუტატს N20 ყვიბისის, N21 ზანავის და N22 რველის საარჩევნო უბნებზე სამ კანდიდატს შორის აირჩევს.
- N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ბაკურ გელაშვილი;
- N8 – „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი–საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – მალხაზ დევაძე;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – ივანე გელაშვილი.
ტაბაწყურისა და ბალანთის მაჟორიტარულ ოლქში ოთხი სოფელია. ტაბაწყურის, მოლითის, ბალანთისა და ჭიხარულას მოსახლეობა ტაბაწყურის N17, მოლითის N24 და ბალანთის N14 საარჩევნო უბნებზე მაჟორიტარ დეპუტატს სამ კანდიდატს შორის შეარჩევს.
- N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ვიდია ირიციანი;
- N8 – „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი–საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – შაქრო მურადიანი;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – ანდრუშ ირიციანი.
ტბის მაჟორიტარულ ოლქში ხუთი სოფელია: ტბა, სადგერი, ცემი, ლიბანი და პატარა ცემი. მათ მოსახლეობას ტბის N19 საარჩევნო უბანზე მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა სამ კანდიდატს შორის შეეძლება.
- N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ვახტანგ ქვათაძე;
- N8 – „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი–საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – ზაურ გეგეშიძე;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – მამუკა ლურსმანაშვილი.
ტაძრისის მაჟორიტარულ ოლქში ტაძრისის, საკირისა და დგვარის მოსახლეობა N18 ტაძრისის საარჩევნო უბანზე, მაჟორიტარ დეპუტატს, ორ კანდიდატს შორის შეარჩევს.
- N2 – „ევროპული საქართველო–მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – მამუკა ფერაძე;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – ვიოლეტა ბალახაშვილი.
ახალდაბის მაჟორიტარულ ოლქში, დაბა ახალდაბის მოსახლეობა N10 და N30 საარჩევნო უბნებზე, მაჟორიტარ დეპუტატს ორ კანდიდატს შორის შეარჩევს.
- N8 – „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი–საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – გოჩა ჩადუნელი;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – ზურაბ ბლიაძე.