დებატებზე ყველა ერთად მოვიდნენ, პრობლემა არ მაქვს, გიორგი გახარია სხვებისგან არაფრით გამოირჩევა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან მერობის კანდიდატებთან დებატებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ის ყველა კანდიდატს პატივს სცემს, როგორც მერობის კანდიდატებს.
„დებატებზე ჩემი დამოკიდებულება გავაჟღერე, ყველა ერთად მოვიდნენ, არანაირი პრობლემა არ მაქვს. გიორგი გახარია არაფრით არ გამოირჩევა სხვებისგან. ეს ჩემი მხრიდან სხვა კანდიდატების მიმართ უპატივცემულობა იქნება, რასაც არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებ.
შეიძლება, მე რაღაც პერსონალური დამოკიდებულება მქონდეს ყველასთან, მაგრამ ყველა კანდიდატს პატივს ვცემ, როგორც მერობის კანდიდატებს“,- აღნიშნავს კალაძე.