ქედაში, სოფელ წონიარისში ახალი ხიდი შენდება

309

ქედაში, სოფელ წონიარისში ახალი ხიდის მშენებლობა მთავრდება. სამუშაოები უკვე დასრულდა ხიდის საყრდენ ბურჯებზე. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ამ ეტაპზე სავალი ნაწილის არმირების სამუშაოები ხორციელდება. ახალი ხიდით სამი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.

ხიდი სხვადასხვა ტურისტულ მარშრუტზე ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.