საარჩევნო ბლოკმა”გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო”მარნეულის მერობის კანდიდატი წარადგინა.
იმდათ შარიფოვი ამომრჩევლებს პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პირადა წარუდგინა.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში საარჩევნო ბლოკმა “გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველომ”გაავრცელა.
გიორგი ვაშაძე მხარდამჭერებს მარნეულის ცენტრში მდებარე სკვერში შეხვდა და მათ წინასაარჩევნო პროგრამაც გააცნო.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
წყარო: იმედინიუსი