მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ასპინძაში – არჩევნები 2021

331

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ასპინძის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა 10 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

„ქართულ ოცნებას“ კანდიდატი ყველა ოლქში ჰყავს დასახელებული, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 6–ში , „ევროპულ საქართველოს“ 3–ში, „მესამე ძალას“ და „თავისუფალ საქართველოს“ კანდიდატები მხოლოდ 1–1 უბანზე ჰყავს.

დაბა ასპინძის ადმინისტრაციულ ერთეულში, ასპინძისა და სოფ. ივერიის მოსახლეობა, ასპინძის N1, N23 და ივერიის N2 საარჩევნო უბნებზე, მაჟორიტარ დეპუტატს ორ კანდიდატს შორის შეარჩევს:

  • N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – დავითი გოგნაძე;
  • N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – დავით ფართლაძე.

დამალის N4  საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს ბიულეტინში მხოლოდ ერთი კანდიდატი დახვდება

  • N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – ემინ ბალოიან.

ძველისა და ორგორას საარჩევნო ოლქში შემავალი სოფლებია: ძველი, ჭობარეთი, ორგორა, საყუდაბელი. მოსახლეობა მაჟორიტარ დეპუტატს სამ კანდიდატს შორის შეარჩევს. ადგილობრივები ხმას ოთხ უბანზე მისცემენ, ესენია: N18 ძველის, N19 ჭობარეთის, N13 ორგორის, N14 საყუდაბელის უბნები.

  • N1 – „მესამე ძალა“ – მანუჩარი ზედგინიძე;
  • N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ირაკლი ინასარიძე;
  • N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – გენადი დიასამიძე.

ხიზაბავრის, ვარგავისა და თოკის მაჟორიტარულ ოლქში ხუთი სოფელი შედის: ხიზაბავრა, სარო, ნიჯგორი, ვარგავი, თოკი. მოსახლეობა მაჟორიტარობის ორ კანდიდატს შორის არჩევანს ხუთ უბანზე გააკეთებს: N20 ხიზაბავრის, N21 საროს, N22 ნიჯგორის, N5 ვარგავის, N6 თოკის საარჩევნო უბნები.

  • N2 – „ევროპული საქართველო–მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – ვასილ ხითარაშვილი;
  • N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – გოჩა ყრუაშვილი.

ტოლოშის მაჟორიტარულ ოლქში სამი სოფელია. ტოლოშის, გელსუნდასა და ხერთვისის მოსახლეობა N16 ტოლოშის საარჩევნო უბანსა და N17 ხერთვისის საარჩევნო უბნებზე მაჟორიტარობის ორ კანდიდატს შორის ერთს შეარჩევს.

  • N2 – „ევროპული საქართველო–მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – ბესიკ მელიქიძე;
  • N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – ზურაბ მელიქიძე.

ნაქალაქევის მაჟორიტარულ ოლქში ექვსი სოფელია: ნაქალაქევი, თმოგვი, ფია, ვარძია, ზემო ვარძია, მირაშხანი. მათი მოსახლეობა ორ კანდიდატს შორის ერთს, სამ უბანზე შეარჩევს. ისინი ხმას სასურველ კანდიდატს N9 ნაქალაქევის საარჩევნო უბანზე, N10 თმოგვის საარჩევნო უბანზე და N11 მირაშხანის საარჩევნო უბნებზე შეარჩევს.

  • N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – პავლე ბერიძე;
  • N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – ოლეგ ზაზაძე.

იდუმალას მაჟორიტარულ ოლქში, იდუმალას და ოშორას მოსახლეობა N7 იდუმალასა და N8 ოშორას საარჩევნო უბნებზე სასურველ მაჟორიტარ დეპუტატს სამ კანდიდატს შორის შეარჩევს.

  • N2 – „ევროპული საქართველო–მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – თეიმურაზ გოგიშვილი;
  • N37 – „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ – გაგა სახელაშვილი;
  • N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – მაია ბუცხრიკიძე.

რუსთავის მოსახლეობა N15 რუსთავის საარჩევნო უბანზე მაჟორიტარ დეპუტატს ორ კანდიდატს შორის შეარჩევს.

  • N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ემზარ პაქსაძე;
  • N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – ჯემალ იაკობაძე.

ოთის მოსახლეობა N12 ოთის საარჩევნო უბანზე მაჟორიტარ დეპუტატს ორ კანდიდატს შორის შეარჩევს.

  • N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ქიშვარდი ხოზრევანიძე;
  • N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – ბესიკ მაგრაქველიძე.

აწყვიტის მოსახლეობა N3 აწყვიტის საარჩევნო უბანზე მაჯორიტარ დეპუტატს ორ კანდიდატს შორის შეარჩევს.

  • N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გურამი ივანიძე;
  • N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – ივანე ივანიძე.