„ლელო” რეგიონებში გუნდის წარდგენას აგრძელებს. როგორც პარტიაში აცხადებენ, რეგიონების განვითარება ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვნია.
“ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ, ფოთში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
მისი თქმით, ქვეყანაში აქტიური საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ ეს არის რეფერენდუმი და ამ არჩევნებზე წყდება ბედი თუ რომელ მხარეს წავა ქვეყანა, „დასავლეთისკენ თუ რუსეთისკენ, რომლისკენაც ხელისუფლება მიგვაქანებს“.
„ლელო” ქართულ პოლიტიკაში ახალი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდია. ჩვენი ქვეყნის განვითარება და დასავლური მომავალია საჭირო. “ლელოს” გუნდი რომელიც დიდ საქმეს გააკეთებს რეგიონში. ფოთში ცენტრის უბანში, სიის პირველი ნომერი არის მაია ჩხარტიშვილი, დარწმუნებული ვარ, რომ მას ექნება დიდი მხარდაჭერა, რადგან ის არის გუნდის წევრი, რომელსაც აქვს ხედვა თუ როგორ შეცვალოს ქვეყნის მომავალი სასიკეთოდ. ნაბადის, მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ გოგოხია. კუნძულის უბანში – ლაშა სამუშია და ლალი სამუშია. ეს არის გუნდი, მათ შეუძლიათ ქალაქისთვის ბევრი რამ გააკეთონ და პასუხისმგებლობა აიღონ თავის თავზე“, – განაცხადა სამუშიამ.
ამასთან, ფოთის ერთ-ერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა მაია ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ “ორი ოქტომბერი არ არის რიგითი არჩევნები რაც ჩვენს ქვეყანაში უკვე 30 წელია ტარდება”.
“ეს არჩევნები არის ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტი. “ლელო” კი არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც აქვს სამივე მიმართულება, რაც პარტიას სჭირდება გამარჯვებისთვის: პოლიტიკოსები, რომლებმაც იციან როგორ გააკეთონ პოლიტიკა, იციან როგორ შექმნან სამუშაო ადგილი, მოიზიდონ ინვესტიციები და ახალგაზრდებით, ახალი თაობითა და შესაძლებლობებით დაკომპლექტებული გუნდი“, – განაცხადა მაია ჩხარტიშვილმა.