“მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელმა” თბილისის განვითარების გეგმა წარადგინა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიტიკური პლატფორმის გეგმა მაღალგანვითარებული ევროპული ქალაქის არსებობას გულისხმობს, სადაც შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, განვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი და რაც მთავარია ორიენტირებული იქნება გაზრდილ ხელფასებზე.
“მესამე ძალის” მიერ წარმოდგენილ ხედვა დაფუძნებულია დედაქალაქის განვითარების ექვს პრიორიტეტზე:
- თანაბრად განვითარებული ქალაქი – ყველა უბანი თბილისის სახე
- თბილისი – “ცოდნისა და ტექნოლოგიების ქალაქი”
- თბილისი – კომფორტული და უსაფრთხო ქალაქი
- თბილისი – ევროპის ტურისტული და კულტურული ცენტრი
- თბილისი – გლობალური საჰაერო სატრანზიტო ჰაბი
- ქალაქის თანამონაწილეობითი მართვა