2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადიგენის მუნიციპალიტეტში 18 უბანია გახსნილი. მაჟორიტარული კანდიდატები კი ოთხმა პარტიამ წარადგინა. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ 11–11 მაჟორიტარობის კანდიდატი ჰყავს, 1–1 კანდიდატი დაასახელა „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელომ“. მაჟორიტარული სიით ადიგენში კენჭს ორი დამოუკიდებელი კანდიდატიც იყრის. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ადიგენის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, N1 ადიგენის საარჩევნო უბანზე კენჭს სამი კანდიდატი იყრის:
- N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – პავლე ჩილაშვილი;
- N25 – „გახარია–საქართველოსთვის“ – გოდერძი კუბლაშვილი;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – ნუგზარ ქაშიბაძე.
აბასთუმნის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ორი მაჟორიტარობის კანდიდატია, ხმის მიცემა ამომრჩევლებს N2 აბასთუმნის საარჩევნო უბანზე შეუძლიათ:
- N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – მალხაზ კონსტანტინოვი;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – გენადი ბოლქვაძე.
N7 ვარხნის საარჩევნო უბანსა და N18 წახნის საარჩევნო უბანზე, მაჟორიტარობის კანდიდატს აირჩევენ ვარხნისა და წახნის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შემავალი სოფლების მცხოვრებლები: ვარხანი, ხარჯამი, წახანი, წახანწყარო, ქიქინეთი, საღრძე, ფარეხა, სოფ. აბასთუმანი. აღნიშნულ უბნებზე მისულ ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის შეეძლებათ:
- N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ზურაბი დემეტრაძე;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – ელდარი კბილაშვილი.
N4 ბენარის საარჩევნო უბანზე არჩევანს ორ მაჟორიტარობის კანდიდატს შორის გააკეთებენ. ბენარისა და ხევაშენის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია ბენარა, უნწა, შოლავერი, ხევაშენი და ნაქურდევი:
- N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – კობა ენდელაძე;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – იმედა მღებრიშვილი.
უდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში უდისა და ზაზალოს მცხოვრებნი საკუთარ არჩევანს N12 და N16 უდის საარჩევნო უბნებზე დააფიქსირებენ, მათ მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა ორ კანდიდატს შორის მოუწევთ:
- N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გივი აღლემაშვილი;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – გაბრიელ ბალახაშვილი.
არლის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არლისა და წარბასთუმნის მოსახლეობა არჩევანს N3 არლის საარჩევნო უბანზე დააფიქსირებს. მათ მაჟორიტარობის დეპუტატი ორ კანდიდატს შორის უნდა შეარჩიონ:
- N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – თენგიზ ქომოშვილი;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – ზურაბ ფეიქრიშვილი.
ლელოვანის, გორგულისა და სამყურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია: ლელოვანი, სამყური, ამხერი, კახარეთი, ღორძე, გორგული, სოფ. ადიგენი, იჯარეთი, იმერთუბანი. რომელთა მოსახლეობაც N 9 ლელოვანის საარჩევნო უბანსა და N6 გორგულის სააჩევნო უბანზე მაჟორიტარ დეპუტატს ორ კანდიდატს შორის შეარჩევს:
- N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გოჩა ხარაიშვილი;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – გოჩა ჩიტორელიძე.
ბოლაჯურისა და ფხეროს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია ბოლაჯური, ქვემო ენთელი, ფხერო, შოყა, ზემო ენთელი. მათი მოსახლეობა საკუთარ არჩევანს N5 ბოლაჯურის საარჩევნო უბანსა და N13 ფხეროს საარჩევნო უბნებზე დააფიქსირებს. მათ მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა ორ კანდიდატს შორის შეეძლებათ:
- N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – შალვა ხარაიშვილი;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – გიორგი ქიმაძე.
მლაშეს, ზანავის, ჩორჩნისა და ზარზმის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შედის სოფლები: მლაშე, ზარზმა, ფლატე, არზნე, უტყისუბანი, დიდი ზანავი, პატარა ზანავი, ზანავი, გომარო, წრე, ჩორჩანი, დიდი სმადა, პატარა სმადა, სმადა. აღნიშნული სოფლების მოსახლეობა საკუთარ აზრს არჩევნებზე N10 მლაშის საარჩევნო უბანზე, N8 ზანავის საარჩევნო უბანსა და N14 ჩორჩნის საარჩევნო უბნებზე დააფიქსირებს მაჟორიტარი დეპუტატი მათ ორ კანდიდატს შორის უნდა შეარჩიონ:
- N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გენადი იაკობაძე;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – ჯაბა ხოზრევანიძე.
ჭეჭლას და ზედუბნის მაჟორიტარ საარჩევნო ოლქში შვიდი სოფელი შედის: ჭეჭლა, ჭელა, საირმე, კეხოვანი, ზედუბანი, ღორთუბანი და აფიეთი. მათი მოსახლეობა მაჟორიტარ დეპუტატს ოთხ კანდიდაატს შორის შეარჩევს. N15 ჭეჭლის საარჩევნო უბანზე გარდა პარტიული კანდიდატებისა კენჭს იყრის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატიც:
- N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – დათო მარკოიძე;
- N9 – „ლელო“ – ვაჟა შავაძე;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – თეიმურაზ მიქელაძე;
- N51 – საინიციატივო ჯგუფი – ნუგზარი მგელაძე.
მოხე, ციხისუბანი, ნამინაური, კიკიბო და დერცელი, მოხისა და დერცელის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია. მათი მოსახლეობაN11 მოხის საარჩევნო უბანსა და N17 დერცელის საარჩევნო უბანზე მაჟორიტარ დეპუტატს სამ კანდიდატს შორის შეარჩევს, რომელთაგან ერთ–ერთი დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს:
- N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ჯემალი ბერიძე;
- N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – ბადრი ვაშაყმაძე;
- N52 – საინიციატივო ჯგუფი – ბეჟან მიქელაძე.
ადიგენის მუნიციპალიტეტში ჯამში 26 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია წარდგენილი. 24 მათგანი პარტიებმა, 2 კი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.