გახარიას პარტია ტყიბულსა და წალენჯიხაში ორმა დეპუტატობის კანდიდატმა დატოვა

456

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ტყიბულის ორგანიზაცია თენგიზ ჭიქაბერიძემ დატოვა. ინფორაციას იმედინიუსი ავრცელებს. 

საკრებულოს პროპორციული სიის მერვე ნომერმა და ამავე დროს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ტყიბულის ზონიდან საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა განცხადებით, რათა გაუქმდეს მისი რეგისტრაცია.

იმედინიუსის ცნობით , ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას პარტიის რღვევა სამეგრელოში გრძელდება. პარტია საქართველოსთვის ამჯერად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალე-მუჟავას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლალი შამუგიამ დატოვა. მან კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადებით წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისიას დღეს მიმართა და უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე.

მანამდე გახარიას გუნდი ჩხოროწყუშიც დატოვეს, 6 სექტემბერს გახარიას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის ალექსანდრე მოწერელიას ბიურო დატოვა მისმა თანამშრომელმა ფრიდონ ლათათიამ, მანამდე კი ლათათიას მსგავსად პროტესტის ნიშნად ბიუროდან წავიდნენ სალომე პაპავა და გოგა თოლორდავა. გახარიას პარტიას პროპორციული სიის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ბოლო დღეებია მთელი საქართველოს მასშტაბით მასიურად ტოვებენ.