თეთრიწყაროში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კარინე ბორაშვილმა კანდიდატურა მოხსნა, რის შესახებაც საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა. ამის შესახებ იმედინიუსი წერს.
საკუთარი კანდიდატურების მოხსნის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიას ასევე მიმართეს ევროპული საქართველოს პარტიული სიის წევრებმა მაყვალა პაქსაძემ და მანანა ირემაძემ.