უკანონო მშენებლობები და მასზე ზედამხედველობა იყო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრიფინგის თემა. ოპოზიცია ბათუმის საკრებულოს პასიურობაში ადანაშაულებს და მათ მერიის სამშენებელო პოლიტიკის არასათანადო კონტროლის გამო აკრიტიკებს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
რეზო ხარაზის განცხადებით, წლების განმავლობაში თვითმმართველობა სამშენებლო კანონდარღვევებსა და მერიის გადაწყვეტილებებზე არ რეაგირებდა, მათ შორის აუდიტის დასკვნაში მოყვანილ დარღვევებზე. ბათუმის საკრებულოში საპასუხო განცხადება არ გაკეთებულა.