მარნეულის საჯარო სკოლებში 42 ვაკანტური ადგილია – მასწავლებლებს 14 საგანმანათლებლო დაწესებულება ეძებს

572

მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 42 ვაკანტური ადგილია. მასწავლებლებს 14 საგანმანათლებლო დაწესებულება ეძებს. თავისუფალი ადგილები http://teacherjobs.ge/- ზე ქვეყნდება. გთავაზობთ მარნეულის სკოლების მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებს. ქვემოთ მოყვანილი სია არ არის საბოლოო, ვინაიდან, საიტზე მუშაობის დაახლოებით 15 წუთში, ვებ-გვერდს ახალი ადგილები ეტაპობრივად დაემატა.

კასუმლოს საჯარო სკოლა- ფიზიკური აღზრდა და სპორტი
კასუმლოს საჯარო სკოლა – ჩვენი საქართველო
შულავერის №2 საჯარო სკოლა – ფიზიკა
შულავერის №2 საჯარო სკოლა – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
კასუმლოს საჯარო სკოლა – მუსიკა
კასუმლოს საჯარო სკოლა – საგზაო ნიშნები და უსაფრთხოება
დიდი მუღანლოს საჯარო სკოლა – ჩვენი საქართველო
სოფელ ოფრეთის საჯარო სკოლა – გეოგრაფია
სოფელ ოფრეთის საჯარო სკოლა – ისტორია
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვის საჯარო სკოლა – ისტორია
ქალაქ მარნეულის №3 საჯარო სკოლა – ფსიქოლოგი
სოფელ ახკერპის საჯარო სკოლა – დაწყებითი მასწავლებელი
სოფელ ახკერპის საჯარო სკოლა – ინგლისური
სოფელ ახკერპის საჯარო სკოლა- მუსიკა
სოფელ ახკერპის საჯარო სკოლა- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
სოფელ ახკერპის საჯარო სკოლა – მათემატიკა
სოფელ ახკერპის საჯარო სკოლა – ქართული, როგორც მეორე ენა
სოფელ არაფლოს საჯარო სკოლა – მათემატიკა (V კლ)
სოფელ არაფლოს საჯარო სკოლა – მათემატიკა (12 კლასი)
სოფელ არაფლოს საჯარო სკოლა – ფიზიკური აღზრდა და სპორტი
ქალაქ მარნეულის №6 საჯარო სკოლა – მუსიკა
მარნეულის №2 საჯარო სკოლა – ინგლისური
ქალაქ მარნეულის №5 საჯარო სკოლა – ქართული ენა და ლიტერატურა
ქალაქ მარნეულის №5 საჯარო სკოლა – მათემატიკა
არაფლოს საჯარო სკოლა – მუსიკა
არაფლოს საჯარო სკოლა – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (VII, VIII, IX, X კლ)
არაფლოს საჯარო სკოლა – მათემატიკა (V, IX კლ)
არაფლოს საჯარო სკოლა – ჩვენი საქართველო
არაფლოს საჯარო სკოლა – რუსული
არაფლოს საჯარო სკოლა – მათემატიკა (V კლ)
ხიხანის საჯარო სკოლა – ფიზიკური აღზრდა და სპორტი
სოფელ ხიხანის საჯარო სკოლა -ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სოფელ ხიხანის საჯარო სკოლა – ფიზიკა
სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლა – -ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
ქალაქ მარნეულის №2 საჯარო სკოლა – სპეციალური მასწავლებელი
ქალაქ მარნეულის №2 საჯარო სკოლა – ფსიქოლოგი
იმირის საჯარო სკოლა – ფიზიკური აღზრდა და სპორტი
იმირის საჯარო სკოლა – სპეციალური მასწავლებელი
იმირის საჯარო სკოლა – მათემატიკა
იმირის საჯარო სკოლა – აზერბაიჯანული ენის მასწავლებელი
იმირის საჯარო სკოლა – დაწყებითის მასწავლებელი

იმირის საჯარო სკოლა – ფიზიკა

გამოცხადებულ ვაკანსიებზე განაცხადის მიღების ბოლო  ვადა ზოგ შემთხვევაში დღეს,  6 სექტემბერს იწურება.