მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ პროდუქტების წლიური მარაგი 96 044 ლარად შეიძინა

407

მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანება, ამ ეტაპზე, საკვებ პროდუქტებზე 96 044 ლარის დახარჯვას გეგმავს. მიუხედევად იმისა, რომ სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბრამდე, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ვერ განახლდება, გაერთიანებამ ტენდერები წინასწარ გამოაცხადა და გამარჯვებულ პრეტენდენტებთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. როგორც ამავე დაწესებულების ხელმძღვანელი ზაურ ქარამოვი ამბობს, პროდუქტების მოწოდებას კომპანიები მას შემდეგ დაიწყებენ, რაც სააღმზრდელო დაწესებულებებში სწავლება განახლდება. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

ქარამოვი ამბობს, რომ საკვებ პროდუქტებს კომპანიები ეტაპობრივად, სავარაუდოდ, ერთი წლის განმავლობაში, საჭიროებისამებრ მიაწვდიან.

ყველაზე დიდი თანხა ბაგა ბაღების გაერთებას რძის პროდუქტები უჯდება. 243 ქილა შესქელებულ რძეში, 336 კილოგრამ არაჟანში, 487 კილოგრამ კარაქში, 56 კილოგრამ ხაჭოში, 1120 კილოგრამ მაწონსა და 364 კილოგრამ ყველში მერია 32 680 ლარს გადაიხდის.

გარდა რძის პროდუქტებისა, ტენდერები გამოცხადდა ხილზე, ბოსტნეულზე, ბურღულეულზე, ზეთსა და კიდევ სვა საკვებზე. აღსანიაშნავია, რომ შესაძლოა სხვა საკვები პროდუქტებზე ტენერები ისევ გამოცხადდეს.

მარნეულის ბაგა ბაღების გაერთიანეების ხელმძღანელის განმარტებით, საკვები პროდუქტების განაწილება ბაღებში მას შემდეგ დაიწყება, რაც აღსაზრდელები საკლასო გარემოს დაუბრუნდებიან.

მარნეულის მუნიციპალიტეტში სულ 14 საბავშვო ბაღი მუშაობს. მათგან სამი, რეაბილიტაციის პროცესშია.